ავტორიზაცია

ხეტაფემ ახალი მწვრთნელის ვინაობა დაასახელა

ხეტაფემ ახალი მწვრთნელის ვინაობა დაასახელა
თარიღი 29 აპრ 2023, 16:35
ესპანურ ლა ლიგაში გადარჩენისთვის მებრძოლმა "ხეტაფემ" ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოსე ბორდალასი დანიშნა. 

59 წლის სპეციალისტის მიერ გაფორმებული კონტრაქტის პირობები ამ ეტაპზე არ გახმაურებულა.

ხოსე ბორდალასი "ხეტაფეს" 2016 წლის სექტემბრის ბოლოდან 2020/2021 წლების სეზონის ბოლომდე უკვე წვრთნიდა. ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა 212 მატჩში 83 გამარჯვება მოიპოვა 60 ფრედ დაასრულა და 69-ჯერ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ხეტაფემ" ცუდი შედეგების გამო კიკე სანჩეს ფლორესი დაითხოვა.

ამჟამად გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა. მომდევნო მატჩს "ხეტაფე" 30 აპრილს "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.