კუარეშმა შესაძლოა რუსეთის ქვედა ლიგიდან აღზევებულ გუნდში ვიხილოთ

რუსული პრესის ცნობით, "ბარსელონას", ლონდონის "ჩელსისა" და მილანის "ინტერის" ყოფილი შემტევი, რიკარდო კუარეშმა შესაძლოა სამარას "კრილიაში" ვიხილოთ.
"ფრთები" განვლილ სეზონში ქვედა დივიზიონიდან უმაღლეს ლიგაში აღზევდნენ და ახლა სატრანსფერო ბაზარზე გაძლიერებას ცდილობენ.
რაც შეეხება პორტუგალიელ ვინგერს, მის უკანასკნელ გუნდად ფიქსირდება "ვიტორია გიმარაეში", რომელშიც მან 26 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
ტრანსფერში შუამავლის როლს თამაშობს "ლურჯების" ნახევარმცველი, რიკარდო ალვეში, რომელიც "პორტოს" ექს-გარემარბს კარგად იცნობს.
ცნობისთვის, პირენეელმა გარემარბმა იგორ ოსინკინის გუნდისთვის ვიდეო მიმართვის ჩაწერაც მოასწრო. ველით საბოლოო ცნობას.
რაბიო: "რონალდუმ მითხრა - ძლიერი გუნდი ხართ, მაგრამ პორტუგალიის გეშინოდეთო"
რობერტო კარლოსი: "რონალდუ მსოფლიოში ნომერ პირველია, 3 ფეხბურთელთან ერთად"