"კვარაცხელიას წასვლის სურვილი და სლუცკის რევანში დესპოტოვიჩზე", - არაჯანსაღი ატმოსფერო რუბინის გარშემო
Sportbox-ი ყაზანის "რუბინის" სატრანსფერო გეგმების შესახებ წერს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ ლიგაში ფეხბურთელების ყიდვა/გაყიდვა 22 თებერვლამდეა შესაძლებელი.
"დესპოტოვიჩის არსენალში წასვლის შემდეგ, სლუცკის ერთგვარი რევანშის სურვილი ამოძრავებს და მას კოკორინის შეძენა სჭირდება. კიდევ ერთი თავდამსხმელი, იგნატიევი, იჯარით კრილიაში გადავიდა.
წასვლაზე კვარაცხელიაც ფიქრობს. საინტერესოა, საჭიროების შემთხვევაში, რომელი გარემარბი უნდა გაიფორმოს რუბინმა მის შემცვლელად?", - წერს რუსული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ქართველი ვინგერის სახელს უკავშირებდნენ პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს, მათ შორის "ტოტენჰემსაც".
რეალურ წინადადებამდე საქმე კვლავ არ მისულა, რის შედეგადაც "წითელ-მწვანეების" ფლანგელს კლუბი არ შეუცვლია. "თათრები" 22-წლის შემტევს მინიმუმ 20 მილიონად აფასებენ.