ავტორიზაცია

კვლავ ევრო 2020 - დღეს, კიდევ ორი 1/2 ფინალისტი გამოვლინდება

კვლავ ევრო 2020 - დღეს, კიდევ ორი 1/2 ფინალისტი გამოვლინდება
თარიღი 03 Jul 2021, 10:06

დღეს, ჩვენი დროით 20:00 და 23:00 საათზე გაიმართება ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი ორი მერვედფინალური დაპირისპირება - ჩეხეთი-დანია და უკრაინა-ინგლისი. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო უშუალოდ მატჩების დაწყების წინ. შეგახსენებთ, 1/2 ფინალში აქამდე იტალია და ესპანეთი გავიდნენ.

ჩეხეთი-დანია, 20:00 საათი

ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ, არსებობდა მოსაზრება, რომ ჩეხეთი ვერ გავიდოდა ჯგუფიდანაც კი, თუმცა ფაქტია, ეს ნაკრები მეოთხედფინალშია. რა არის "ლომების" წარმატების საიდუმლო? ნიჭიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული თაობა, შეთამაშებულობა და ჯადოქრობა იქ, სადაც მას ყველაზე ნაკლებად ელი.

პატრიკ შიკის ულამაზესი გასროლა ცენტრიდან შოტლანდიის კარში ამის ნათელი მტკიცებულებაა. ერთი სიტყვით, "წითლებმა" მიგვაჩვიეს სიურპრიზებს (მოკითხვა ჰოლანდიას) და არაა გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ასეთი დღესაც მოხდეს. ცხადია, დანია სლავებისთვის 1/2 ფინალის საგზურის დათმობას არ აპირებს.

"ვიკინგებმა" მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოახდინეს რეანიმირება, თავად განსაჯეთ - ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ, ეს ნაკრები ნული ქულით განისვენებდა ბოლო ადგილზე, მაგრამ 1/8 ფინალში გასვლა მე-2 ადგილით მოხდა. რაც შეეხება უშუალოდ პლეი-ოფს, იქ უელსი იქნა განადგურებული (4:0).

სკანდინავიელებს გასაგები მიზეზის გამო ვერ დაეხმარება კრისტიან ერიქსენი და ამის გარდა, შესაძლოა ვერ ვიხილოთ იუსუფ პოულსენი, დანიელ ვასი. იაროსლავ შილგავი კი ლუკას პროვოდს ვერ გამოიყენებს. "წითლებისა" და ჩეხეთის სავარაუდო 11-ეულები ასე გამოიყურება:

ჩეხეთი - ვაცლიკი, ჩელუსტკა, კალასი, ბორილი, კუფალი, ჰოლესი, სოუჩეკი, ბარაკი, მასოპუსტი, იანკტო, შიკი

დანია - შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, ვესტეგაარდი, ლარსენი, მაელი, დილეინი, ჰოიბერგი, დამსგაარდი, ბრეიტუეიტი, დოლბერგი

უკრაინა-ინგლისი, 23:00 საათი

ჩეხეთისა და შვეიცარიის მსგავსად, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი გუნდი-სიურპრიზი - უკრაინა. ჯგუფური ეტაპის ურთულესად გადალახვის შემდეგ, "ლურჯ-ყვითლებმა" შვედეთი 1/8 ფინალში 120-ე წუთზე გატეხეს. დღეს, ეს ნაკრები თავის ყველაზე რთულ გამოცდას აბარებს.

ინგლისს ჰყავს ბევრი კრიტიკოსი, რაც განპირობებულია არასანახაობრივი და დაცვითი თამაშით, მაგრამ ფაქტია, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში არიან სწორედ ისინი და არა გერმანელები. ვნახოთ, ვიხილავთ თუ არა დღეს "ლომების" შეტევის უსაზღვრო პოტენციალს სლავებთან მატჩში.

ბრიტანელებს ვერ დაეხმარებიან კირან ტრიპიერი, დეკლან რაისი და დინ ჰენდერსონი. ანდრეი შევჩენკოს განკარგულებაში კი არ იქნება არტიომ ბესედინი, დენის პოპოვი და ალქსანდრ ზუბკოვი. ალბიონელებისა და უკრაინელების სავარაუდო თერთმეტეულები დღევანდელი მატჩისთვის ასე გამოიყურება:

უკრაინა - ბუშანი, კრივტსოვი, მატვიენკო, ზაბარნი, კარავაევი, ზინჩენკო, შაპარენკო, სტეპანენკო, სიდორჩუკი, იარმოლენკო, იარემჩუკი

ინგლისი - პიქფორდი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ, უოკერი, ჰენდერსონი, ფილიპსი, მაუნტი, გრილიში, სტერლინგი, კეინი