ლა ლიგის გრანდები გერმანიის ნაკრების მცველზე ნადირობას აგრძელებენ
გერმანიის ნაკრებისა და "გლადბახის" მცველი, მატიას გინტერი სამუშაო ადგილის შეცვლასთან ახლოს არის. როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, 27 წლის უკანახაზელმა კარიერა შესაძლოა ლა ლიგაში გააგრძელოს, საიდანაც მისი დამატებით სამი კლუბია დაინტერესებული: "ბარსელონა", "რეალი" და "ატლეტიკო".
პოტენციური ტრანსფერი 15-20 მილიონ ევროდ ფასდება. აგრეთვე, გინტერის ხელში ჩაგდება "ლევერკუზენსაც" უნდა, თუმცა "ფარმაცევტები" ამჟამად შეთავაზების გაკეთებისთვის მზად არ არიან.
"გლადბახის" უკანახაზელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. კლუბს სურს იგი ამ ზაფხულსვე გაყიდოს, რათა შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დაკარგოს.
აქვე დავამატებთ, "გლადბახის" მცველმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, სადაც გერმანიის ნაკრების ღირსება ოთხივე შეხვედრაში დაიცვა.