ავტორიზაცია

ლა ლიგის გუნდმა ლოჩოშვილის თაობაზე პირველი შეთავაზება გააკეთა - კრემონეზეს პოზიცია ცნობილია

ლა ლიგის გუნდმა ლოჩოშვილის თაობაზე პირველი შეთავაზება გააკეთა - კრემონეზეს პოზიცია ცნობილია
თარიღი 13 ივლ 2023, 02:04
ესპანელი ჟურნალისტი სერხიო ნავა ლუკა ლოჩოშვილის "რაიო ვალეკანოში" შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "რაიო ვალეკანო" ქართველი მცველის შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული. 

მეტიც ესპანურმა გუნდმა ლოჩოშვილის თაობაზე პირველი შეგავაზება უკვე გააკეთა: "რაიო ვალეკანო" მზადაა 2 მილიონ ევრო გადაიხადოს, "კრემკნეზე" კი სამ მილიონს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ "კრემონეზემ" სერია A-ში გამოსვლა მე-19 ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონს სერია B-ში ითამაშებს. 

ლოჩოშვილმა სერია A-ს გასულ სეზონში 25 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.