ავტორიზაცია

ლევანტემ გიორგი ქოჩორაშვილთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა

ლევანტემ გიორგი ქოჩორაშვილთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა
თარიღი 09 სექ 2021, 20:14

ესპანურმა ლევანტემ ქართველ ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

ამის შესახებ ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ ლევანტემ ქართველ მოთამაშეს კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმებინა. ანუ მხარეები ერთმანეთთან 2023 წლის ივნისის ჩათვლით ითანამშრომლებენ.

გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეს 2019 წელს საბურთალოდან 250,000 ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მთავარ გუნდში თამაში ხშირად არ უწევს. სამაგიეროდ, ლევანტე ბ-ს კაპიტანი და შეუცვლელი წევრია.