ავტორიზაცია

ლუის ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ლუის ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
თარიღი 10 დეკ 2022, 14:27
ლუის ვან გაალმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 

მეოთხედფინალურ მატჩში ნიდერლანდები არგენტინასთან დამარცხდა (2:2, პენალტები - 3:4).

„მე არ გავაგრძელებ მთავარ მწვრთნელობას, მუშაობას მხოლოდ ამ პერიოდამდე დავთანხმდი. ასე რომ, ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი.

მშვენიერი დრო გავატარე. საშინლად მტკივნეულია ასე გავარდნა, მით უმეტეს, რომ ყველაფერი გავაკეთე ამის თავიდან ასაცილებლად. ,”- თქვა 71 წლის მწვრთნელმა.