ავტორიზაცია

ლუკა ერნანდესმა თანაგუნდელებს აღიარა, რომ პსჟ-ში გადასვლას აპირებს

ლუკა ერნანდესმა თანაგუნდელებს აღიარა, რომ პსჟ-ში გადასვლას აპირებს
თარიღი 02 ივნ 2023, 12:27
"ბაიერნის" მცველი ლუკა ერნანდესი კვლავ "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლას ცდილობს.

ჟურნალისტ კერი ჰოუს თქმით, ერნანდესმა რამდენიმე თანაგუნდელს უკვე უთხრა, რომ "პსჟ"-ში გადასვლას აპირებს.

ფრანგის მომავალი გაურკვეველია, რადგან "ბაიერნს" არ სურს ფეხბურთელთან განშორება და იმედოვნებს, რომ ის ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ლუკა ერნანდესის მოქმედი კონტრაქტი "ბაიერნთან" 2024 წლამდეა ძალაში.