ავტორიზაცია

ლუკა მოდრიჩი: "ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია, ვისაც მე ვიცნობ"

ლუკა მოდრიჩი: "ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია, ვისაც მე ვიცნობ"
თარიღი 14 Dec 2022, 12:24
ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა გუშინდელი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დანიელე ორსატოს მსაჯობა გააკრიტიკა.

„როგორც წესი, არბიტრებზე არ ვსაუბრობ, მაგრამ დღეს გაჩუმება შეუძლებელია. ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია, ვისაც მე ვიცნობ.

მხოლოდ დღევანდელზე არ ვსაუბრობ. ადრეც შევხვდით, მაგრამ ჯერ კიდევ არ მაქვს ერთი დადებითი ფაქტი, რომელიც ორსატოსთან იყოს დაკავშირებული. ის ნამდვილი კატასტროფაა. “, - განაცხადა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა საფრანგეთი-მაროკოს წყვილის გამარჯვებულთან ითამაშებს. მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ფინალისტი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.