"მადლობა ყველა კარგ ადამიანს ვინც ჩვენი ქვეყნის პატრიოტია" — მერაბ დვალიშვილი
UFC 311-ის დასრულების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე საქართველოს ქართულად მიმართა და ქართველებს მადლობა გადაუხადა.
"მადლობა ყველაფრისთვის, ჯიგრები ხართ და ჩვენ კიდევ ერთხელ შევძელით ეს. მადლობა ყველა კარგ ადამიანს, ვინც შრომის ფასი იცის და ჩვენი ქვეყნის პატრიოტია" — მერაბ დვალიშვილი.
მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.