"მახსოვს, რონალდუ ვოლფსბურგის კარში 3 გოლის გატანას შემპირდა და მან სიტყვა შეასრულა", - ზიდანის ექს-თანაშემწე
მადრიდის "რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის თანაშემწემ, დავიდ ბეტონიმ 2015/16 წლების ჩემპიონთა ლიგაზე "ვოლფსბურგთან" გამარჯვება გაიხსენა.
მეოთხედფინალის პირველ მატჩში მადრიდელებმა დამარცხდნენ 0-2, მაგრამ საპასუხო თამაშში კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიკის წყალობით მოწინააღმდეგეს 3:0 მოუგეს.
"ვოლფსბურგთან დამარცხების შემდეგ, ზიდანმა პოზიტიური სიტყვები გამონახა გუნდისთვის გასახდელში, რათა საპასუხო თამაშში სიტუაცია გამოესწორებინა. მან თქვა:
"ჯერ კიდევ 90 წუთია წინ და ისეთი მოკრძალებული გუნდი, როგორიც ვოლფსბურგია თავისი მცირე ევროპული გამოცდილებით სანტიაგო ბერნაბეუზე აუცილებლად დაიბნევა".
ყურადღება გავამახვილე ჩვენი კაპიტნების ლიდერულ თვისებებზეც. კრიშტიანუმ, სერხიო რამოსმა, მარსელომ, პეპემ მწვრთნელთან ერთად გუნდში სწრაფად ჩანერგეს დადებითი ენერგია.
ასეთი დამოკიდებულება იყო საპასუხო თამაშის წინა დღეს. ვარჯიშის შემდეგ, კრიშტიანუსთან ერთად დავრჩით მოედანზე კიდევ ცოტა ხანი. მან მითხრა: "ხვალ სამ გოლს გავიტანო".
მე ვუპასუხე: "ამას მხოლოდ შენ შეძლებ". რონალდუმ კი პირობა შეასრულა. მისმა სამმა გოლმა შემდეგ ტურში გაგვიყვანა. მაშინ მივხვდით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვეძლო. ამ ტურნირზე 0:2-დან ქამბექი სულაც არ არის ადვილი", - განაცხადა ბეტონიმ.
ოცნების გუნდის ბოლო აკორდი? რონალდუ შესაძლოა პსჟ-ს ფეხბურთელი გახდეს