მამარდაშვილის ვალენსიაში ტრანსფერს ლოკომოტივი აფერხებს - ულტიმატუმი რკინიგზელებისგან
რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის მამამ დაგვიდასტურა, რომ მისი "ვალენსიაში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.
"ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილია. მამარდაშვილი ვალენსიაში ზაფხულშივე გადავა. ერთადერთი, ლოკომოტივისგან გვინდა თანხმობა და არამგონია, მათ ახალგაზრდა მეკარის უცხოეთში, ასეთ გუნდში წასვლაზე უარი თქვან. მითუმეტეს, ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდება და იქამდე ახალ მეკარეს იპოვიან", - განაცხადა 20 წლის მეკარის მამამ ჩვენთან საუბარში.
ჯერჯერობით, ზუსტად ეს ერთადერთი რამ აყოვნებს მამარდაშვილის ესპანურ კლუბში გადასვლას. "ლოკომოტივმა" თავისი ულტიმატუმები წამოაყენა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, რკინიგზელები მამარდაშვილის გაშვების სანაცვლოდ, "დინამო თბილისს" "ლოკოში" ასევე იჯარით მყოფი ნიკა სანდოხაძის საბოლოოდ დატოვებასა და ფულად თანხას სთხოვენ.
მოგეხსენებათ, მამარდაშვილიც და სანდოხაძეც "დინამოს" საკუთრებები არიან. "ლოკომოტივი" მამარდაშვილს "ვალენსიაში" იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ ფულად თანხას მიიღებს და სანდოხაძე მათი კუთვნილება გახდება.
"დღედაღამ შრომას არ აკლებს და პროგრესირებს" - ინტერვიუ მამარდაშვილის მამასთან
"ყველაფერი გადაწყვეტილია, დარჩა მხოლოდ ერთი რამ", - მამარდაშვილი თითქმის ვალენსიელია