ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ჰოილუნდის ტრანსფერში 60 მილიონი გადაიხადოს

მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ჰოილუნდის ტრანსფერში 60 მილიონი გადაიხადოს
თარიღი 15 ივნ 2023, 10:36
"ატალანტას" თავდამსხმელმა რასმუს ჰოილუნდმა შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგის ტოპ კლუბში გააგრძელოს.

ჟურნალისტი ალფრედო პედულიას ინფორმაციით, მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა დანიელი თავდამსხმელის ტრანსფერზე დაახლოებით 60 მილიონი ევროს შეთავაზებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ დანიის ნაკრების თავდამსხმელი იტალიურ კლუბს გასული წლის აგვისტოში შეუერთდა და ყველა ტურნირზე "ატალანტას" რიგებში 36 მატჩში 13 გოლი გაიტანა.