ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი ონანას გაფორმების შემდეგ, დანიელი ფორვარდის ტრანსფერზე გადაერთვება

მანჩესტერ იუნაიტედი ონანას გაფორმების შემდეგ, დანიელი ფორვარდის ტრანსფერზე გადაერთვება
თარიღი 07 ივლ 2023, 15:35
მანჩესტერ "იუნაიტედს" სატრანსფერო ფანჯრის უახლოესი დღეებისთვის სამოქმედო გეგმა ცნობილია.

Talksport-ის ცნობით, "წითელი ეშმაკები" ძალიან მალე მილანის "ინტერიდან" მეკარე ანდრე ონანას გაიფორმებენ. 

წყაროს ცნობით, ამის შემდეგ მანჩესტერ "იუნაიტედი" დაუყოვნებლივ "ატალანტას" თავდამსხმელ რასმუს ჰოილუნდზე გადაერთვება.

შეგახსენებთ, რომ ბერგამოული კლუბი თავდამსხმელის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ევროს კომპენსაციას ითხოვს. 

თუმცა, მანჩესტერ "იუნაიტედი" იმედოვნებს, რომ დანიელს გაცილებით დაბალ ფასად შეიძენს.

20 წლის ჰოილუნდმა გასულ სეზონში სერია A-ში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.