მანჩესტერ იუნაიტედს არ სურს სანჩოს ხელფასის 70% გადაუხადოს, თუ ის იუვენტუსში იჯარით წავა

"მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს ტურინის "იუვენტუსის" პირობების მიღებას თავდამსხმელის ჯედონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე.
ჟურნალისტ დანიელ ლონგოს ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონი" "წითელ ეშმაკებს" ფეხბურთელის ხელფასის 70%-ის დაფარვას სთხოვს, სანამ ის სეზონის ბოლომდე იჯარით სერია A-ში ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორს კრისტიან ჯუნტოლს ძალიან მოსწონს სანჩო, მაგრამ იჯარა იანვარში არ გაფორმდება, თუ მანჩესტერ "იუნაიტედი" დათმობებზე არ წავა.
აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორს კრისტიან ჯუნტოლს ძალიან მოსწონს სანჩო, მაგრამ იჯარა იანვარში არ გაფორმდება, თუ მანჩესტერ "იუნაიტედი" დათმობებზე არ წავა.