"მათი ბრალდებები უსაფუძვლოა" - მარუშიჩი დინამო თბილისს პასუხობს
რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ნავბაჰორში თვითნებურად გადასული სერბი ფორვარდის ზორან მარუშიჩის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.
28 წლის ფორვარდი უზბეკურ პრესაში მიცემულ ინტერვიუში ქართული მხარის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
"არ მქონია დინამოდან წამოსვლის დროს პრობლემა. ბრალდებები ხელშეკრულების დარღვევის შესახებ სრულად უსაფუზვლოა.
საქართველოში საუკეთესოდ მაღიარეს. საუკეთესო გავხდი ყველა პოზიციაზე, გარდა მეკარისა, რადგან იქ არც მითამაშია," - განაცხადა ზორან მარუშიჩმა.
სერბი თავდამსხმელი დინამო თბილისს 2021 წლის სეზონის სტარტზე შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მარუშიჩმა ქართული გუნდის მაისურით 36-ჯერ ითამაშა, 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.