ავტორიზაცია

მესი: "ვფიქრობ, ეს ჩემი ბოლო ოქროს ბურთია"

მესი: "ვფიქრობ, ეს ჩემი ბოლო ოქროს ბურთია"
თარიღი 31 ოქტ 2023, 16:02
არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი მიიჩნევს, რომ მოგებული მერვე ოქროს ბურთი მის კარიერაში ბოლო იქნება. 

"ვფიქრობ, ეს ჩემი ბოლო ოქროს ბურთია. მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფერს მივაღწიე და ერთადერთი ფეხბურთელი ვარ, რომელმაც რვა ოქროს ბურთი მოიგო. “, - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთების რაოდენობით ისტორიაში მეორე საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიელმა ეს ჯილდო ხუთჯერ მოიგო.