ავტორიზაცია

მესის კარიერის გაგრძელების პრიორიტეტულ ვარიანტი გამოკვეთა

მესის კარიერის გაგრძელების პრიორიტეტულ ვარიანტი გამოკვეთა
თარიღი 24 მარ 2023, 13:18
არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი კატალონიურ "ბარსელონაში" დაბრუნებას აპირებს. 

35 წლის თავდამსხმელმა კარიერის გასაგრძელებლად პრიორიტეტულ ვარიანტად "ბლაუგრანა" გამოკვეთა, იუწყება El Chiringuito.

წყარო აღნიშნავს, რომ ახლა ყველაფერი "ბარსელონას" ხელმძღვანელობის პოზიციაზე და კლუბის ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

მესი კატალონიურ გრანდის პირველ გუნდში 2005 წლიდან 2021 წლამდე გამოდიოდა. 2021 წლის ზაფხულიდან ლიონელი ფრანგულ "პსჟ"-ში თამაშობს. არგენტინელს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.