ავტორიზაცია

"მინდა, პრეზიდენტის მიუღებელი ქცევა დავგმო", - ხავიმ ლუის რუბიალესი ქალი ფეხბურთელის სექსუალური შევიწროებისთვის გააკრიტიკა

"მინდა, პრეზიდენტის მიუღებელი ქცევა დავგმო", - ხავიმ ლუის რუბიალესი ქალი ფეხბურთელის სექსუალური შევიწროებისთვის გააკრიტიკა
თარიღი 26 Aug 2023, 22:36
„ბარსას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ქალთა ნაკრების ფეხბურთელის, ჯენიფერ ერმოსოს სექსუალური შევიწროებისთვის გააკრიტიკა.

„სანამ კითხვებს დამისვამთ, მინდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შესახებ გამოვთქვა ჩემი აზრი. პირველ რიგში, ჩემს უსიტყვო მხარდაჭერას გამოვუთქვამ ჯენი ერმოსოს და სხვა ფეხბურთელებს იმისთვის, რასაც ისინი განიცდიან.

ასევე, მინდა პრეზიდენტის უადგილო და მიუღებელი ქცევა დავგმო.

და ბოლოს, მინდა გამოვთქვა მწუხარება და გულისწყვეტა იმით, რომ ამ ყველაფრის ფონზე, გადაიფარა ისეთი მოვლენა, როგორიც მსოფლიო ჩემპიონობაა. იმედია, მე გასაგებად და მტკიცედ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია.“ - აღნიშნა ხავიმ.

როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, რომელშიც ესპანეთის ქალთა ნაკრებმა ინგლისს 1:0 მოუგო, რუბიალესმა ჯენიფერ ერმოსოს მისი ნების საწინააღმდეგოდ აკოცა, გუშინ კი, შეკრებილ პრესკონფერენციაზე, გადადგომაზე უარი თქვა.