მიქელთაძის პირველი აღიარება ავსტრალიაში - ქართველი ფორვარდი ნიუკასლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ბექა მიქელთაძე "ნიუკასლ ჯეტსის" დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინფორმაციას ავსტრალიური კლუბი სოციალური გვერდით ავრცელებს.
ქართველმა თავდამსხმელმა დეკემბრის თვეში სამი შეხვედრა გამართა, რომელშიც საერთო ჯამში სამი გოლის გატანა და ერთი საგოლო გადაცემის გაკეთება მოახერხა.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ჩატარებული შვიდი ტურის შემდეგ, "რეაქტიულებს" ხუთი ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე იმყოფებიან.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ "ნიუკასლის" ფორვარდმა ამ შედეგს სულ რაღაც ხუთ შეხვედრაში მიაღწია. შეგახსენებთ, 24-წლის ფორვარდი "ჯეტსში" "ქსანტიდან" გადმოვიდა.
ავსტრალიური გუნდის ცხრიანს სხვადასხვა დროს უთამაშია ყაზანის "რუბინში", ფამაგუსტას "ანორთოსისში", თბილისის "დინამოში" და კიდევ რამდენიმე კლუბში.