ავტორიზაცია

მოდესტე ეგვიპტურ ალ-აჰლიში გადასვლასთან ახლოსაა

მოდესტე ეგვიპტურ ალ-აჰლიში გადასვლასთან ახლოსაა
თარიღი 11 სექ 2023, 12:12
დორტმუნდის "ბორუსიას", "ჰოფენჰაიმის" და "კიოლნის" ყოფილი თავდამსხმელი ენტონი მოდესტი ეგვიპტის ჩემპიონატში გადასვლასთან უფრო ახლოსაა.

ჟურნალისტი სებასტიან დენის ინფორმაციით, ფრანგმა ფორვარდმა "ციურიხში" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა "ალ-აჰლი კაიროსთან" კონტრაქტის გაფორმებამდე. 

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი ერთსეზონიან კონტრაქტზე შეთანხმდა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. მოდესტის პრეზენტაცია ახალ კლუბში შესაძლოა ორშაბათს, 11 სექტემბერს შედგეს.