"მორჩით წერას, რომ სადმე მივდივარ", - რუბინი კვარაცხელიაზე ხმაურიან ფოტოს აქვეყნებს
ყაზანის "რუბინი" სოციალურ ქსელში შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას დაფოტოშოპებულ სურათს აქვეყნებს.
მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის ფეხბურთელზე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება და ჯერჯერობით, მისი მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ბათუმის "დინამოში" გადასვლა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს მაინც მოხდება.
სანამ ყველაფერი ბურუსითაა მოცული, "რუბინი" "ტვიტერში" ხვიჩას ფოტოშოპს ავრცელებს: "მორჩით წერას, რომ სადმე მივდივარ".
ცნობისთვის, ფიფას გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს გუნდებთან კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის უფლება აქვთ.
იხილეთ ფოტო: