ავტორიზაცია

"ითამაშებს თუ არა ხვიჩა ბათუმის დინამოში?", - რუბინის გენდირექტორს კვარაცხელიას მომავალზე ჰკითხეს

"ითამაშებს თუ არა ხვიჩა ბათუმის დინამოში?", - რუბინის გენდირექტორს კვარაცხელიას მომავალზე ჰკითხეს
თარიღი 23 Mar 2022, 17:36

"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა გუნდის შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე განცხადება გააკეთა.

ყაზანური კლუბის ფუნქციონერის თქმით, არ არის გამორიცხული, 21 წლის ქართველი სანაკრებო პაუზის შემდეგ სამშობლოში დარჩეს და ბათუმის "დინამოში" ჩაირიცხოს.

"ხვიჩა ბათუმის "დინამოში" ითამაშებს? სავსებით შესაძლებელია. უეფამ მათ შესაძლებლობა ხომ მისცა, შეუძლიათ გამოიყენონ. ვერ გეტყვით".

"დადო დაბრუნების პირობა? არა. ნაკრებში ისე წავიდა, რომ ამ თემაზე არ გვისაუბრია: დაბრუნდება თუ არა".

"ეს ყველა ლეგიონერს ეხება. შესაძლოა, საერთოდ არცერთი მათგანი არ დაბრუნდეს. 7 აპრილამდე ნებისმიერს შეუძლია წასვლა, უეფამ მისცა მათ ამის საშუალება", - ციტირებს საიმანოვის სიტყვებს რუსული გამოცემა Championat.com-ი.

შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ფიფამ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს გუნდებთან კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის უფლება მისცა.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინში 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობდა.