ავტორიზაცია

ნაპოლიმ ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწია

ნაპოლიმ ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწია
თარიღი 25 მაი 2024, 16:11
"ნაპოლი" კლუბში ახალი მწვრთნელის დანიშვნაზე აქტიურად მუშაობს. 

იტალიური Sky-ის ცნობით, ნეაპოლიტანურმა კლუბმა ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებებში პროგრესი მიაღწია. 

წყაროს ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კონტაქტები გააძლიერა და მხარეები უფრო ახლოს არიან შეთანხმებასთან.