ავტორიზაცია

ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას მინიმალური სატრანსფერო ღირებულება დაასახელა

ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას მინიმალური სატრანსფერო ღირებულება დაასახელა
თარიღი 31 მაი 2024, 16:33
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ"-ს აქტიურად უკავშირებენ.

როგორც La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, "ნაპოლის" მომავალი მწვრთნელის ანტონიო კონტესთვის პირველი პრიორიტეტი კვარაცხელიას შენარჩუნებაა.

ამასობაში, კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა აურელიო დე ლაურენტისმა უკვე განუცხადა კვარაცხელიას აგენტს, რომ ის არ წავა, თუ ზაფხულში პოტენციური მსურველი მინიმუმ 150 მილიონს არ გადაიხდის.

წყაროს ინფორმაციით, "პსჟ"-ს ამჟამინდელი შეთავაზება 60 მილიონი ევროა და ნეაპოლური გუნდი ფეხბურთელის გაყიდვას 100 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაშიც გამორიცხავს. 
temo
ტოპ კომენტარი
0
31 მაი 2024, 17:03
მერე მაგაზე ადვილი რა არის, არ გაახანგრძლივოს კონტრაქტი და მეორე წელს აქეთ შეეხვეწება წადიო. ეს ლაურენტისი არ უყურებს მბაპემ რა უქნა პსჟ-ს? და ამიტომაც სულ უფასოდ მიდის რეალში.