ნეიმარი: "უკვე ვიცი, სადაც ვითამაშებ პსჟ-ს შემდეგ"

თებერვლის დასაწყისში ნეიმარი 30 წლის გახდა, მას წინ კიდევ რამდენიმე სეზონი აქვს, მაგრამ ის უკვე ფიქრობს თავის მომავალზე. Fenómenos-ის პოდკასტზე მან ისაუბრა მომავალი წლების გეგმების შესახებ.
ცხადია, მისი კარიერული გეგმა უკვე დასახულია: "ძალიან მინდა სანტოსში ისევ თამაში. რაც ძალიან მენატრება სახლში თამაშია, ღმერთო ჩემო, ეს სტადიონი მშვენიერია", - განაცხადა ნეიმარმა.
მშობლიურ კლუბში დაბრუნებამდე, თავდამსხმელი აპირებს ახალ ჩემპიონატში ძალების მოსინჯვას: "მე ასევე ძალიან მინდა აშშ-ში თამაში მინიმუმ ერთი სეზონით.
მოკლე სეზონი, სადაც სამი-ოთხი თვე გაქვთ შვებულება", - ამბობს ბრაზილიელი. შეგახსენებთ, რომ ნეიმარის კონტრაქტი "პარი სენ-ჟერმენთან" 2025 წლამდეა გათვლილი.
ნეიმარი: "სამწუხაროა, მაგრამ დღესდღეობით ბრაზილიის ნაკრები გულშემატკივრებისგან ძალიან შორსაა"