ავტორიზაცია

ნიუკასლი ნევესის თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს

ნიუკასლი ნევესის თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს
თარიღი 07 ნოე 2023, 10:22
"ნიუკასლმა" "ალ-ჰილალთან" ნახევარმცველ რუბენ ნევესის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო.

როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, პორტუგალიელი ფეხბურთელი "კაჭაკების" ხელმძღვანელობამ სანდრო ტონალის შემცვლელად პრიორიტეტულ კანდიდატად დაასახელა, რომელიც სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია. 

ინსაიდერის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა 26 წლის ნახევარმცველის გაფორმებაზე მუშაობა დაიწყო - მხარეებს შორის იჯარაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

რუბენ ნევესი "ალ-ჰილალს" გასულ ზაფხულს "ვულვერჰემპტონიდან" შეუერთდა.