ოფიციალურად: ფილიპო ინძაგიმ ახალი გუნდი ჩაიბარა
იტალიურმა „ბრეშიამ“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა დაასახელა.
ამიერიდან, გუნდს „ბენევენტოს“ ყოფილი თავკაცი, ფილიპო ინძაგი გაუძღვება.
„ამიერიდან, ჩვენ ერთად ვიღრენთ! კეთილი იყოს თქვენი ფეხი, მისტერ.“ - წერს „ბრეშიას“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
ეს გუნდი სერია ა-ში 2019 წელს აღზევდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ელიტური დივიზიონიდან ისევ გავარდა. გასულ სეზონში, „მერცხლებმა“ სერია ბ-ში მეშვიდე ადგილი დაიკავეს.
2021 წლის თებერვალში, „ბრეშია“ ესპანელმა ხოსეპ კლოტეტ ლუისმა ჩაიბარა, რომელთან ერთადაც გუნდმა 18 მატჩიდან 14 მოიგო, 4-ჯერ ფრე ითამაშა და 4-ჯერ დამარცხდა.
გასულ სეზონში, ინძაგი „ბენევენტოს“ ედგა სათავეში, რომელიც სეზონის შედეგად სერია ა-დან ქვედა დივიზიონში გავარდა.
ფოტო: კურიოზი - ლაციომ სარის დანიშვნა სიგარეტის ემოჯის დაპოსტვით დაადასტურა