ოფიციალურად: მარსელო ბერძნული გრანდის ფეხბურთელია

34 წლის მარცხენა მცველი მარსელო "ოლიმპიაკოსის" ფეხბურთელია. ინფორმაციას ბერძნული გრანდის ვებ-გვერდი ავრცელებს.
ბრაზილელმა კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. ტრანსფერი კი თავისუფალი აგენტის სტატუსით განხორციელდა.
მარსელო მადრიდის "რეალის" მაისურს 16 წლის განმავლობაში ირგებდა. ჩატარებულ 546 შეხვედრაში მეტოქეთა დამწუხრება 38-ჯერ მოახერხა. მან მადრიდელთა რიგებში 5 ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.