ავტორიზაცია

ოფიციალურად: ანრიმ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი პოსტი დატოვა

ოფიციალურად: ანრიმ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი პოსტი დატოვა
თარიღი 19 Aug 2024, 18:14
ტიერი ანრიმ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 

ახალგაზრდა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო. 

„მინდა მადლობა გადავუხადო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტ ფილიპ დიალოს, რომ მომცეს ეს 
წარმოუდგენელი შესაძლებლობა. 

ჩემი ქვეყნისთვის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს სიამაყედ დარჩება“, - თქვა ანრიმ. 

შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრები ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დამარცხდა.