ავტორიზაცია

ოფიციალურად: ვალენტინო ლივრამენტო ნიუკასლის ფეხბურთელია

ოფიციალურად: ვალენტინო ლივრამენტო ნიუკასლის ფეხბურთელია
თარიღი 08 Aug 2023, 14:52
"საუთჰემპტონის" ფლანგის მცველი ვალენტინო ლივრამენტო "ნიუკასლში" გადავიდა, ამის შესახებ "შავ-თეთრების" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულების ვადა 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში. 

20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში „კაჭაკებმა“ 37,2 მილიონი ევრო გადაიხადეს.