ავტორიზაცია

"ომის შემდეგ გადავწყვიტეთ თუ რა გავაკეთოთ "- ჩეფერინი რუსული გუნდების ტურნირებზე დაშვებაზე

"ომის შემდეგ გადავწყვიტეთ თუ რა გავაკეთოთ "- ჩეფერინი რუსული გუნდების ტურნირებზე დაშვებაზე
თარიღი 22 სექ 2022, 11:39

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა რუსული გუნდების ტურნირებზე დაშვებაზე ისაუბრა.

"იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდება და მათი გუნდი ჩვენს ტურნირებში მონაწილეობას შეძლებენ. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ საკითხზე საუბარიც კი არ შეგვიძლია. 

ეს არის პოლიტიკისა და სპორტის ნაზავი. ვერაფერს ვიტყვი, ამ ეტაპზე გამოსავალი არ არსებობს. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ისინი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას შეძლებენ. 

ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება. ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ რა გავაკეთოთ“, - ციტირებს ჩეფერინს L'Équipe.