პოზიტიური ამბები კვიპროსიდან - თორნიკე ოქრიაშვილი მოედანს უბრუნდება

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსში გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა themasports ავრცელებს და წერენ, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, 6 ნოემბერს 29 წლის ნახევარმცველი აელ ლიმასოლის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
თორნიკე ოქრიაშვილმა აპოელის უკანასკნელი 2 შეხვედრა გამოტოვა, დოქსასთან და არისის წინააღმდეგ. მიზეზი ვირუსი იყო, რომელიც ფეხბურთელს ვარჯიშის საშუალებას არ აძლევდა.
თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილის და გიორგი ქვილითაიას მსგავსად აპოელს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა.