ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დასახელდა

პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დასახელდა
თარიღი 20 ივლ 2024, 14:22
ცნობილი გახდა ინგლისის პრემიერ ლიგის ფეხბურთელებიდან რომელს აქვს ყველაზე მაღალი წლიური ხელფასი. 

Capology-ის მიხედვით, პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მანჩესტერ "სიტის" ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინია, რომელიც წელიწადში 24,6 მილიონ ევროს იღებს. 

მეორე ადგილზე ბელგიელის თანაგუნდელი, ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰალანდია. თავდამსხმელი სეზონში 23,1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. საუკეთესო სამეულს "ლივერპულის" გარემარბი მოჰამედ სალაჰი ხურავს. ყოველწლიურად მისი ანაზღაურება 21,6 მილიონი ევროს შეადგენს.