პსჟ მზადაა ხავი სიმონსი 6 მილიონ ევროდ დაიბრუნოს

"პსვ"-ს ნახევარმცველს ხავი სიმონს "პარი სენ-ჟერმენში" დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ პარიზულ გუნდს 20 წლის ფეხბურთელის დაბრუნება ივლისში მხოლოდ 6 მილიონ ევროდ შეეძლო.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ პარიზულ გუნდს 20 წლის ფეხბურთელის დაბრუნება ივლისში მხოლოდ 6 მილიონ ევროდ შეეძლო.
ჟურნალისტი ანდრეს ონრუბიას თქმით, "პსჟ" სიმონსის შეძენით არის დაინტერესებული და ხელსაყრელი ვარიანტის გამოყენებას გეგმავს, თუმცა თავად ნიდერლანდელს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ ხავი სიმონსი "პსჟ"-დან "პსვ"-ში გასულ ზაფხულს სატრანსფერო გადავიდა.
ეინდჰოვენის შემადგენლობაში 48 მატჩში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 22 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.