პულიშიჩი: "წითელმა ბარათმა ყველაფერი შეცვალა"
„ჩელსის“ შემტევმა, კრიშტიან პულიშიჩმა, „ვესტ ბრომვიჩთან“ წაგება შეაფასა.
„ჩელსი“ ტურნირის აუთსაიდერთან სენსაციურად დამარცხდა.
„რთული პირველი ტაიმი იყო, განსაკუთრებით ბოლო წუთები. რამდენიმე უბრალო შეცდომა დავუშვით, რომელსაც როგორც წესი არ ვუშვებთ ხოლმე. წითელმა ბარათმა ყველაფერი შეცვალა.
მეტოქეს პატივისცემა ეკუთვნის, ისინი ძალიან ორგანიზებულად უტევდნენ, პანიკის დრო არ არის. კარგ ფორმაში ვართ, უბრალოდ ერთ მატჩი წავაგეთ.
ახლა შემდეგისთვის უნდა მოვემზადოთ, წინ ბევრი გამოწვევაა.“ - აღნიშნა ამერიკელმა.
ასევე იხილეთ:
ელერდაისი: "გაძევების შემდეგ, ჩელსი ნაწილებად დავშალეთ"