ქართული დიასპორა, რომელმაც კარგი არაფერი მოიტანა - ვინ როგორ დააღწია თავი როტორს?
ვოლგოგრადის "როტორის" შემადგენლობაში გასული სეზონის სხვადასხვა დროს საერთო ჯამში ირიცხებოდა ხუთი ქართველი.
საბა კვერკველია, გიორგი არაბიძე, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და წარმოშობით ქართველი, მაგრამ რუსეთში დაბადებული გაზრდილი ნიკა ყიფიანი.
კვერკველია იყო მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრება და "ლურჯებში" თამაშობდა განათხოვრების წესით, დღეს ის უგუნდოდაა.
არაბიძე რუსულ გუნდს შეუერთდა ზამთარში, აგრეთვე იჯარით "ნასიონალიდან", ცოტა ხნის წინ კი ის "სამტრედიამ" დაიმატა.
დავითაშვილი იყო ყაზანის "რუბინის" საკუთრება, თუმცა კლუბმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა, რის შედეგადაც მან ტულის "არსენალს" მიაშურა.
მიქელთაძემ "როტორი" დატოვა ჯერ კიდევ ზამთარში, თავდაპირველად მოხდა "ქსანტიში" ტრანსფერი, ახლა კი ის "ნიუკასლ ჯეტსის" მოთამაშეა.
ყიფიანი ვოლგოგრადში დარჩა და მასთან ერთად კიდევ ორი ქართველია - ბექა ქავთარაძე და ილია ბერიაშვილი. აქვე დავამატებთ, რომ გასული სეზონის შედეგებით, "ლურჯები" ქვედა ლიგაში გავარდნენ.