ქართველი ქართველმა შეცვალა - თემურ ჩოგაძის ახალი გუნდი ცნობილია
23 წლის ნახევარმცველი თემურ ჩოგაძე კარიერას უკრაინულ ინჰულეცში გააგრძელებს.
ამის შესახებ უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ მხარეებს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
თემურ ჩოგაძემ ინჰულეცში სწორედ ქართველი შეცვალა. გასულ სეზონში ამ კლუბში ცენტრფორვარდი ნიკა სიჭინავა თამაშობდა, რომელმაც ინჰულეცის მაისურით 134 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა.
რაც შეეხება ნიკა სიჭინავას, უკრაინული გამოცემების ინფორმაციით, იცი უკრაინულ რუჰში გადავიდა, რომელიც უკვე დასრულებულ სეზონში მე-10 პოზიციაზე გავიდა.
დინამო თბილისმა უეფა-სთან სასამართლო დავა წააგო
"აგენტმა გვკითხა, ხომ არ გვაინტერესებს ეს ფეხბურთელი", - სურს თუ არა ევერტონს ხვიჩას შეძენა?