ქეცბაიამ ქვილითაიას შემცვლელი იპოვა - ანორთოსისი ცენტრფორვარდს იმატებს
თემურ ქეცბაიამ ანორთოსისში ახალი სეზონისთვის ცენტრფორვარდი უკვე შეარჩია - ონისიფოროს რუსიასი.
ამის შესახებ sportime.sigmalive.com იუწყება და წერენ, რომ 28 წლის ცენტრალური თავდამსხმელი ანორთოსისში გასულ სეზონში იჯარით მყოფ გიორგი ქვილითაიას შეცვლის.
კვიპროსის დასრულებულ სეზონში ინისიფოროს რუსიასმა 35-ჯერ ითამაშა, 16 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, იგი იჯარის კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ბელგიურ გენტში დაბრუნდა, მისი სტატისტიკა კი ანორთოსისში ასეთი იყო: 32 მატჩში, 15 გოლი და 2 საგოლე პასი.
დინამო თბილისმა უეფა-სთან სასამართლო დავა წააგო
"ხვიჩას ტრანსფერთან დაკავშირებით, რამდენიმე შეხვედრაზე უკვე ვიყავი", - კვარაცხელიას აგენტი