ავტორიზაცია

ქეცბაიას შეგირდებისგან შემდგარი საუკეთესო 11-ეული: ძველი ფეხბურთის მოყვარულების დღესასწაული

ქეცბაიას შეგირდებისგან შემდგარი საუკეთესო 11-ეული: ძველი ფეხბურთის მოყვარულების დღესასწაული
თარიღი 22 Apr 2021, 11:38

წარმოგიდგენთ თემურ ქეცბაიას შეგირდებისგან შემდგარ საუკეთესო თერთმეტეულს. საუბარია ქართველი სპეციალისტის როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო საქმიანობის შესახებ. შეგახსენებთ, ფამაგუსტას "ანორთოსისის" გარდა, ის სხვადასხვა დროს მუშაობდა პირეოსის "ოლიმპიაკოსში", საქართველოს ნაკრებში, ათენის "აეკში", ნოქოზიას "აპოელსა" და "ორენბურგში".

მეკარე - 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი, ანტონიოს ნიკოპოლიდისი, რომელიც 53-წლის სპეციალისტთან ერთად "ოლიმპიაკოსში" მოღვაწეობდა.

მცველები - კახა კალაძეს (საქართველოს ნაკრები) შევუწყვილებთ ევრო 2004-ის კიდევ ერთ გამარჯვებულს, ტრაიანოს დელასს ("ანორთოსისი") და ჯოლეონ ლესკოტს ("აეკი").

ნახევარმცველები - ფლანგებს გაამაგრებენ მარცხნიდან ლევან კობიაშვილი და მარჯვნიდან მადრიდის "რეალის" ყოფილი შემტევი, სავიო ბორტოლინი, რომელმაც კარიერის დასკვნითი ნაწილი გაატარა სწორედ ქეცბაიასთან ფამაგუსტაში. ცენტრში კი კრეატივის შექმნას გიორგი ქინქლაძე ("ანორთოსისი") და ენცო მარესკა ("ოლიმპიაკოსი"). ეცდებიან.

თავდამსხმელები - გახსოვთ ევროპის ოქროს ბუცის ორგზის მფლობელი, მარიო ჯარდელი? 2007 წელს, მისი კარიერის გადარჩენას კვიპროსზე სწორედ ქართველი მწვრთნელი ცდილობდა. ბრაზილიელ ფორვარდს შევუწყვილებთ უგო ალმეიდასა ("აეკი") და კოსტას მიტროგლუს ("ოლიმპიაკოსი").

ღმერთი არსებობს! - ქეცბაიას ემოციური კომენტარი ფინალში გასვლის შემდეგ

ტიტულთან ახლოს - ანორთოსისი კვიპროსის თასის ფინალში ითამაშებს!