რა ელის არველაძეს ჰალ სიტიში? - ინგლისური პრესა ქართველი მწვრთნელის დანიშნვას ეხმაურება
Football League World-მა შოთა არველაძის "ჰალ სიტიში" ოფიციალურ დანიშნვას სტატია მიუძღვნა. გამოცემა იკვლევს, თუ რა ელის ქართველ სპეციალისტს "ვეფხვების" რიგებში.
"მაკკენმა მინიმალური რესურსით ჰალ სიტის ჩემპიონშიფში დაბრუნება შეძლო. ამ კონკურენციაში გუნდმა აჯობა ისეთ მოწინააღმდეგეებს, როგორიც არის სანდერლენდი და ლინკოლნი.
არველაძის მიმართ მისი წინამორბედის კარგი საქმეების გაგრძელების მოლოდინი იქნება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორი საკადრო ცვლილებები განხორციელდება.
უბრალოდ ფაქტია, ამ სეზონის შემდეგ, "ვეფხვებს" ბევრ პოზიციაზე დასჭირდებათ ახალი ფეხბურთელები. შოთამ გუნდს ჩემპიონშიფში ადგილი უნდა შეუნარჩუნოს.
ამის შემდეგ, იორკშირული კლუბის ახალი მფლობელის, ილიჩალის ამბიციებსაც გავიგებთ", - წერს ინგლისური გამოცემა "შავ-ყვითლების" ახალი დამრიგებლის შესახებ.