"რაღაც მომენტში ჩემთან მესი მოვიდა", - ლაუტარომ ახსნა, რატომ იყო მუნდიალზე ცუდ ფორმაში
ლაუტარო მარტინესმა ახსნა, თუ რატომ იყო 2022 წლის მუნდიალზე ცუდ ფორმაში.
„როცა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოვედი, ტერფი ისე მტკიოდა, ბურთს ფეხს წესივრად ვერც ვურტყამდი. გამიხარდა, რომ ხულიან ალვარესის შესანიშნავი ფორმა დავინახე, რადგან მან შეძლო, გუნდისთვის მიეცა ის, რაც მე ვერ შევძელი.
რაღაც მომენტში, მესი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ გამოჯანმრთელებაზე ვიზრუნო, იმიტომ რომ შემიძლია, მატჩების ბოლო წუთებზე ვიყო გუნდისთვის სასარგებლო.
ამ ტკივილს ჯერ კიდევ „ინტერში“ თამაშის დროს ვგრძნობდი და მწვრთნელს კონკრეტულად ავუხსენი, რომ ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩისთვის დამასვენოს. საუდის არაბეთის წინააღმდეგ ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ვითამაშე, თუმცა რეგულარულად ვარჯიშს მაინც ვერ ვახერხებდი.“, - აღნიშნა „ინტერის“ და არგენტინის ფორვარდმა.