ავტორიზაცია

რამდენად რეალურია გაგუას ალავესის მთავარ გუნდში ხილვა?

რამდენად რეალურია გაგუას ალავესის მთავარ გუნდში ხილვა?
თარიღი 13 Apr 2021, 13:44

როგორც მოგეხსენებათ, "ალავესის" სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში ირიცხება გიორგი გაგუა, რომელმაც გასულ-შაბათ კვირას კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

ქართველი თავდამსხმელი ვიტორიელების ახალგაზრდულ გუნდში მოხვდა 2019 წელს და ამ დროის განმავლობაში მან ბ გუნდში 19 მატჩში 4 გოლის გატანა მოასწრო.

ბასკეთში კმაყოფილები არიან თბილისის "მერანის" აღზრდილით და ადგილობრივი პრესის თანახმად, პროგრესირების შემთხვევაში ის მთავარ გუნდში აუცილებლად აღმოჩნდება.

ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ "თეთრ-ლურჯებმა" 19-წლის ფორვარდს მიმდინარე კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივეს.

იმ შემთხვევაში, თუ "მენდისოროსას" ბინადრების მთავარ გუნდს მომავალ სეზონში შეტევაში შეექმნება პრობლემები, გაგუა მთავარ გუნდში გადმოსვლის პირველი კანდიდატი იქნება.

რაც შეეხება რაულ ლონას გუნდის სატურნირო მდგომარეობას, 20 ქულით მეხუთე ადგილი სეგუნდა დივიზიონ ბ-ში, ანუ ესპანეთის რანგით მე-3 ლიგაში.

ოფიციალურად: გაგუა 2024 წლამდე ალავესში იქნება

კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი სერია ა-ს გუნდი არ არის - იტალიური პრესა