რამდენი ხნით დარჩება წიტაიშვილი ვისლაში?
როგორც მოგეხსენებათ, გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოდან" კრაკოვის "ვისლაში" გადავიდა. პოლონურმა კლუბმა ქართველი გარემარბის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
"ვისლას რიგებს წიტაიშვილი შეუერთდა და ქვეყნის 13-გზის ჩემპიონთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ის ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობს".
"გიორგის აგრეთვე როგორც მარცხენა ფლანგზე, ისე შემტევ ნახევარმცველად თამაში შეუძლია", - წერია "თეთრი ვარსკვლავის" სოციალურ ქსელში კლუბის ახალწვეული ვინგერის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 21-წლის ფლანგელი იმყოფებოდა "დინამოს" საკუთრებაში, თუმცა განათხოვრების წესით ოდესის "ჩერნომორეცხში" თამაშობდა. "ვისლაში" ტრანსფერამდე, "წიტას" სახელს "ფერენცვაროშს" უკავშირებდნენ.