რას ვუყუროთ დღეს? - ჩემპიონთა ლიგის გადადებული მატჩი, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგაც
დღეს გაიმართება ბერგამოს "ატალანტასა" და "ვილიარეალის" დაპირისპირება, რომელიც დიდთოვლობის გამო იქნა გადადებული. ვნახოთ, რომელი გუნდი გახდება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მე-16 მონაწილე.
ამის გარდა, დღეს გაიმართება ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრები. ცენტრალურ მატჩად ითვლება "ნაპოლი" - "ლესტერის" დუელი.
სხვა - "რომა" ესტუმრება სოფიის "ცსკა"-ს, "ლაციო" მიიღებს "გალათასარაის", "რეალ სოსიედადი" საკუთარ კედლებში "პსვ ეინდჰოვენს", "რეალ ბეტისი" კი "სელტიკს" ესტუმრება.
ცალკე აღნიშნვის ღირსია ქართველი ლეგიონერების დაპირისპირებაც - დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანს" მიიღებს. სრული განრიგი კი ასეთია:
21:45 - ნაპოლი-ლესტერი
21:45 - ცსკა სოფია-რომა
21:45 - სოსიედადი-პსვ
21:45 - შტურმი-მონაკო
21:45 - პარტიზანი-ანორთოსისი
21:45 - გენტი-ფლორა
22:00 - ვილიარეალი-ატალანტა
23:55 - ლაციო-გალათასარაი
23:55 - სელტიკი-ბეტისი
23:55 - ვესტ ჰემი-დინამო ზაგრები
23:55 - კოპენჰაგენი-სლოვანი