ავტორიზაცია

რატომ ტოვებს ჩაკვეტაძე დღევანდელ მატჩს? - უოტფორდის მწვრთნელის კომენტარი

რატომ ტოვებს ჩაკვეტაძე დღევანდელ მატჩს? - უოტფორდის მწვრთნელის კომენტარი
თარიღი 02 მარ 2024, 19:11
ჩემპიონშიპის 35-ე ტურის მატჩში "მილუოლი" "უოტფორდს" მასპინძლობს. 

აღნიშნული შეხვედრის განაცხადში გიორგი ჩაკვეტაძეს ვერ ვხედავთ.

როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერიან ისმაელი ამბობს "ჩაკვეს" მუხლის ტკივილი აწუხებს და დღევანდელ მატჩს სწორედ ამის გამო ტოვებს.

"გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლზე დაზიანება მიიღო და ტკივილს განიცდიდა, ამის გამო ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი დაპირისპირება მას უნდა გამოეტოვებინა, რადგან არ გვსურს გარისკვა. ",- თქვა ისმაელიმ.