როგორი შეფასება მიიღო ლობჟანიძემ დი სი იუნაიტედთან?

ამერიკის MLS-ის 30-ე ტურში "ატლანტა იუნაიტედი" სტუმრად "დი სი იუნაიტედს" დაუპირისპირდა.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მატჩის მე-14 წუთზე სტუმართა ქართველმა ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ გახსნა, რიმელიც 59-ე წუთზე მოსკერამ შეცვალა. ხოლო შეხვედრაში წონასწორობა 80-ე წუთზე გაბრიელ პირანიმ აღადგინა.
Sofscore-მა ლობჟანიძეს 7.5 შეფასება დაუწერა, რაც "ატლანტა იუნაიტედის" რიგებში საუკეთესო გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველმა MLS-ის მიმდინარე სეზონში ხუთი მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.