როგორი შეფასება მიიღო ლოჩოშვილმა სპეციას წინააღმდეგ?

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში "კრემონეზე" საკუთარ მოედანზე "სპეციას" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც Sofscore-სგან 7.7 შეფასება დაიმსახურა.

უშუალო კონკურენტთან გამარჯვების შედეგად "კრემონეზემ" მე-17 ადგილზე მყოფ "სპეციასთან" ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.