ავტორიზაცია

საუდის არაბულმა კლუბმა კაზემიროს თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო

საუდის არაბულმა კლუბმა კაზემიროს თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო
თარიღი 12 ივლ 2024, 13:09
მანჩესტერ "იუნაიტედის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაზემირომ შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს. 

ჟურნალისტ ლოიკ ტანზის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი "ალ იტიჰადი" მანჩესტერ "იუნაიტედთან" 32 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

კაზემიროს შრომითი კონტრაქტი მანჩესტერ "იუნაიტედთან" 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.